1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით მხარეები უფლებამოსილნი არიან მოილაპარაკონ, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობა, მისი გამომუშავების შემთხვევაში, მყიდველის მიერ სრულად იქნება ანაზღაურებული, მიუხედავად ამ კონკრეტული მყიდველის მიერ მისი ფიზიკურად მოხმარების ფაქტის დადგომისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირველ პუნქტში აღნიშნული პირობა და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ნაკლებია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად კომერციულ ოპერატორზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული პირველ პუნქტში აღნიშნული პირობა და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ნაკლებია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად კომერციულ ოპერატორზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში მყიდველთან გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასით
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები
თავი VIII — ანგარიშსწორება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 20. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით
- მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით
- მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა
- მუხლი 23. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში დანაკარგების ანაზღაურება
- მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა
- მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა
- მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე
- მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 24, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-24/