1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს სარეზერვო სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება სარეზერვო სიმძლავრის ყიდვისა და გაყიდვისათვის, რომელზეც კვალიფიციურ საწარმოებს არ ჰქონდათ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები ამ წესებით დადგენილ ვადებში.
3. კვალიფიციური საწარმო, რომელსაც არ გააჩნია კანონით დადგენილი წყაროებით უზრუნველყოფილი სარეზერვო სიმძლავრე ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.
4. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება კონკრეტული კვალიფიციური საწარმოს მიმართებაში, ამ წესების შესაბამისად.
5. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მუხლის შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოსათვის პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კვალიფიცური საწარმო ერთი კვირის ვადაში ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სარეგისტრაციოდ წარადგინოს სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე ახალი პირდაპირი ხელშეკრულება
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 20. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით
თავი VI — სარეზერვო სიმძლავრე
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. 1. ეს კონვენცია გამოიყენება საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების მიმართ იმ მხარეებს შორის, რომელთა კომერციული საწარმოებიც სხვადასხვა სახელმწიფოებში მდებარეობენ:
- მუხლი 4. წინამდებარე კონვენცია აწესრიგებს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებას და გამყიდველისა და მყიდველის იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც ეს ხელშეკრულება წარმოშობს. კერძოდ,
- მუხლი 24. ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ (ფორმა №20)
- მუხლი 24. ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ (ფორმა №20)
- მუხლი 10. ვერტიკალური ხელშეკრულება ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვის, გაყიდვის ან შემდგომ რეალიზაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებით
- მუხლი 96. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომლის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებები იდებოდეს ან მტკიცდებოდეს წერილობითი ფორმით, ნებისმიერ დროს შეუძლია მე-12 მუხლის შესაბამისად განაცხადოს, რომ წი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება
- მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები
- მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება
- მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება
- მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან
- მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით
- მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა
- მუხლი 23. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში დანაკარგების ანაზღაურება
- მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები
- მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 20, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-20/