ა) როდესაც ეს სახელმწიფოები ხელშემკვრელი სახელმწიფოები არიან; ან
ბ) როდესაც საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმების თანახმად, გამოყენებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობა.
2. ის გარემოება, რომ მხარეთა კომერციული საწარმოები იმყოფებიან სხვადასხვა სახელმწიფოებში, არ მიიღება მხედველობაში, როდესაც ხელშეკრულების დადებამდე ან დადების მომენტში, აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ხელშეკრულებიდან, არც მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობიდან ან მხარეთა მიერ გაზიარებული ინფორმაციიდან.
3. წინამდებარე კონვენციის გამოყენების განსაზღვრისას, მხედველობაში არ მიიღება არც მხარეთა ეროვნული კუთვნილება, არც მათი ან ხელშეკრულების მოქალაქეობრივი ან სავაჭრო მახასიათებელ