ა) იმ საქონლის გაყიდვისას, რომელსაც იძენენ პირადი, ოჯახური ან საყოფაცხოვრებო გამოყენების მიზნით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამყიდველმა ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების დადებამდე ან ხელშეკრულების დადების მომენტში, არ იცოდა და არც ვალდებული იყო სცოდნოდა, რომ საქონელი ამ მიზნით შეიძინეს;
ბ) აუქციონზე გაყიდვისას;
გ) სააღმსრულებლო წარმოების წესით ან კანონის ძალით;
დ) საფონდო ქაღალდების, აქციების, უზრუნველყოფითი ქაღალდების, ბრუნვითი დოკუმენტებისა და ფულის გაყიდვისას;
ე) წყლისა და საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების, აგრეთვე ჰაერის ბალიშის პრინციპით მომუშავე ხომალდების გაყიდვისას;
ვ) ელექტროენერგიის გაყიდვისა