1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები თავიანთი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საჭირო მოცულობის სარეზერვო სიმძლავრე „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.
2. პასუხისმგებლობა გაყიდული სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე ეკისრება სარეზერვო სიმძლავრის გამყიდველს და რეგულირდება შესაბამისი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებით.
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებმა, პირდაპირი მომხმარებლებმა, აგრეთვე კომერციული ოპერატორმა (იმ შემთხვევებისათვის, როდესაც რეზერვის ნასყიდობა ხორციელდება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით) უნდა მოახდინონ სიმძლავრის რეზერვის შესყიდვა შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) პირველადი რეგულირების რეზერვი (დატვირთვის რეზერვი) – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის პირველად რეგულირებას არა უმეტეს 50-60 წამის პერიოდში და უზრუნველყოფს სისტემის მუშაობას არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში;
ბ) მეორადი რეგულირების რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორად რეგულირებას და პირველადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 15 წუთი და დატვირთვის შენარჩუნებით არანაკლებ 1 საათი;
გ) ცივი რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 6 საათი