1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.
2. კვალიფიციურმა საწარმოებმა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და აგრეთვე თავისი კონტრაჰენტი მხარეებისათვის.
3. სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების ოპერატიული ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ. ოპერატიულ ჟურნალში იწერება საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველსაათობრივად.
4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველსაათობრივი აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი ოპერატიულ ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი.
5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო ვალდებულია მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები).
6. აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარების რაოდენობით და აგრეთვე, ორი-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.
7. სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ბრძანებით ინიშნებიან აღრიცხვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატური კონტროლი გაუწიოს მრციხველების ჩვენებების აღების სისწორეს, ოპერატიული ჟურნალის წარმოებასა და სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი ბალანსის შედგენას.
8. სათანადოდ გაფორმებული და დამოწმებული აქტები საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 4 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი სისტემის კომერციული ოპერატორისათვის.
9. აღნიშნული აქტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა იწვევს კვალიფიციური საწარმოს დაჯარიმებას კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
10. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანა ხდება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ აქტის გაფორმებისათვის
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება
თავი VIII — ანგარიშსწორება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით
- მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით
- მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა
- მუხლი 23. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში დანაკარგების ანაზღაურება
- მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები
- მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა
- მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა
- მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე
- მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი
- მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები
- მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 26, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-26/