1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისისა, იღებს კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის.
2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ივლისისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.
3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი
თავი X — ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბალანსი
საკონსტიტუციო სასამართლო ამ მუხლზე
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში დანაკარგების ანაზღაურება
- მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები
- მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა
- მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა
- მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე
- მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები
- მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი
- მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები
- მუხლი 34. მონაცემთა შენახვა
- მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 30, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-30/