1. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალურად და იურიდიულად პასუხისმგებელია ის კვალიფიციური საწარმო, ლიცენზიატი, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.
2. აღრიცხვის მოწყობილობის თითოეულ ნაწილს (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების კარადების საფარები, გადაბმის ყუთები, წევის ყუთები, ტერმინალური ყუთები, განშტოების ყუთები, გამოსაცდელი ბლოკები, მრიცხველის საფარები და მრიცხველები) მრიცხველის მეპატრონემ უნდა გაუკეთოს შესაბამისი ნიშანდება (იარლიყი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციის მონაცემებს.
3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სისტემის კომერციული ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე
თავი XI — ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე
- მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი
- მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები
- მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი
- მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები
- მუხლი 34. მონაცემთა შენახვა
- მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი
- მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 35, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-35/