1. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა იმ კვალიფიციური საწარმოებისათვის, რომელთა აღრიცხვა არ იძლევა საშუალებას მრიცხველების ყოველსაათობრივი ჩვენებების მიღებისა, სარეზერვო სიმძლავრით ვაჭრობენ მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.
2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური თავისი გამომუშავებიდან იკლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას და აწარმოებს მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგია ითვლება მიწოდებულად წინამდებარე წესების შესაბამისად.
3. 2006 წლის ივლისსა და აგვისტოში კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველების მიერ კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურისა და საწევროს გადაუხელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი უფლებამოსილია მოსთხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები
თავი XIII — გარდამავალი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 38, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-38/