1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიცირებული საწარმო და გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და კომერციულ ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია ჩაატაროს ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.
2. თითოეული მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა.
3. კვალიფიციური საწარმო, წარმოების, გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია მის აღრიცხვის წერტილში აღრიცხვის სისტემის დამონტაჟებაზე, გამართულობასა და ფუნქციონირებაზე წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.
4. კომერციულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული საწარმოები და ლიცენზიატები პრიორიტეტების ჩამონათვალით, რომელთა საფუძველზეც კვალიფიცირებულმა საწარმოებმა და ლიცენზიატებმა მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის სისტემები უნდა მოიყვანოს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 6 თვის განმავლობაში.
5. საკუთარი აღრიცხვის წერტილებში ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ან განახლების, გაწყობა-გაშვების, მომსახურებისა და საექსპლოატაციო ხარჯები უნდა გაიღოს კვალიფიციურმა საწარმომ ან/და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შესაბამისმა ლიცენზიატმა.
6. ელქტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში არასანქცირებული ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.
7. კვალიფიციურ საწარმოებსა და ლიცენზიატებს უფლება აქვთ მიიღონ ის ინფორმაცია სისტემის კომერციული ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხება მათ მიერ წარმოებულ, გადაცემულ თუ მოხმარებულ ელექტროენერგიას და/ან სიმძლავრეს.
8. ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის გამოყენებული გაზომვის მეთოდის მეტროლოგიური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ · რედაქცია 11.03.2026
მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები
თავი XI — ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-502-887-06
…მნიშვნელობა გააჩნია ელექტროენერგიის მიმწოდებლისა და მომხმარებლის პასუხისმგებლობისა და ბრალის საკითხის გამიჯვნას. მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მოცულობა დგინდება ელექტროენერგიის მრიცხველისა და აღრიცხვის სისტემის მეშვეობით. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეულ მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა
- მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე
- მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი
- მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები
- მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი
- მუხლი 34. მონაცემთა შენახვა
- მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე
- მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი
- მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ, მუხლი 33, №77, 30.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66232/muxli-33/