1. საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენაზე უფლებამოსილია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც გავლილი აქვს კვალიფიკაცია შესაბამის საბალანსო პროდუქტზე. წარდგენილი სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც წარადგენს სატენდერო წინადადებას;
ბ) დაბალანსების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ელექტროენერგიის წარმოების ან/და მოხმარების ის ობიექტი, რომლის მეშვეობითაც ხდება საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება;
გ) შეთავაზებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა (მეგავატი);
დ) საბალანსო ელექტროენერგიის შეთავაზებული ფასი მეგავატისთვის.
2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების დადებითი ფასი („+“ ნიშნით) განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისთვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო სატენდერო წინადადების უარყოფითი ფასი - გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გადასახდელ ღირებულება