1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად, საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულება გადააკისროს სხვა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს. ამგვარი გადაკისრება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში, დადასტურებულ უნდა იქნეს ბაზრის ოპერატორის მიერ, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა.

2. საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება დასაშვებია მიწოდების დღის ერთი დღით ადრე, შესაბამისი დღის საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის დასრულების დროის შესაბამისად.

3. საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება დასაშვებია, თუ:

ა) ვალდებულების მიმღებ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გავლილი აქვს კვალიფიკაცია იმ საბალანსო პროდუქტზე, რომელზეც ხორციელდება საბალანსო სიმძლავრის მიწოდების ვალდებულების გადაკისრება და, ამავდროულად, მის ხელთ არსებული საბალანსო სიმძლავრის მახასიათებლები შეესაბამება ვალდებულებით გადასაკისრებელი საბალანსო სიმძლავრის საოპერაციო მახასიათებლებს;

ბ) საბალანსო სიმძლავრის მიწოდების ვალდებულების გადაკისრება საფრთხეს არ უქმნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საოპერაციო უსაფრთხოებას;

გ) საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების გადაკისრება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით განსაზღვრულ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ვალდებულებებსა და დაბალანსების ჯგუფის მოწყობის მოდელს;

დ) ვალდებულების მიმღები დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი წერილობით ადასტურებს საბალანსო სიმძლავრით უზრუნველყოფის ვალდებულების აღების სურვილს.

4. ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის  შემთხვევაში, უარი განაცხადოს საბალანსო სიმძლავრის მიწოდების ვალდებულების გადაკისრებაზე. ბაზრის ოპერატორის დასაბუთებული უარი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს წერილობით უნდა ეცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაშ