1. სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე, სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვსა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვზე სატენდერო წინადადების შერჩევისას, ბაზრის ოპერატორი ხელმძღვანელობს სატენდერო წინადადებით წარდგენილი საბალანსო სიმძლავრის ფასის რანჟირების მიხედვით, საბალანსო სიმძლავრის საჭირო მოცულობის შევსებამდე.
2. სატენდერო წინადადებები შერჩეულ უნდა იქნეს სრულ სატენდერო პერიოდზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი სატენდერო წინადადებებით შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა არასაკმარისია სატენდერო პერიოდში ბაზრის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად, ბაზრის ოპერატორი შესაბამისი პერიოდისათვის აცხადებს განმეორებით ტენდერს და აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველმყოფ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს განმეორებით ტენდერში.
4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განმეორებით ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადებებით განსაზღვრული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა კვლავ არასაკმარისია სატენდერო პერიოდში ბაზრის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ჩაატაროს მესამე ტენდერი და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაავალოს დამატებითი სატენდერო წინადადების წარდგენა (ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით) და შესაბამისად - გაზრდილი სიმძლავრის შეთავაზება.
5. საბალანსო სიმძლავრის შერჩეულ სატენდერო წინადადებაზე ხორციელდება გაცხადებული ფასის პრინციპით ანგარიშსწორება, ამ მუხლით განსაზღვრული პიროებების შესაბამისად. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურება გაანგარიშდება სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის (მეგავატი), უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდების რაოდენობისა და სატენდერო წინადადების ფასის ნამრავლით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებითი სატენდერო წინადადებების ანაზღაურება ხორციელდება წინა სამ დასრულებულ სატენდერო პერიოდში ტენდერში შერჩეული საბალანსო სიმძლავრის სატენდერო წინადადების უმაღლესი ფასით.
7. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, ტენდერის თითოეულ მონაწილეს ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება ავტომატური შეტყობინება მის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების მიღების ან უარყოფის თაობაზ