1. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების შესახებ მონაცემებს.
2. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი თოთოეული შიდაზონალური ნომინაცია;
ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ წარდგენილი ტრანსსასაზღვრო ნომინაციები თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის და შესაბამისი ტრანზაქციების გათვალისწინებით;
გ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უბალანსობის მოცულობები და ფასი დაბალანსების ჯგუფების მიხედვით;
დ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერები. აღნიშნული მონაცემების ანგარიშგება ხდება ტენდერების დამთავრებიდან მომდევნო დღეს.
3. ელექტროენერიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზ