1. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით;

გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ.

2. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ელექტროენერგიით ტრანსასაზღვრო ვაჭრობის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზის მოპოვებული გამტარუნარიანობები შესაბამისი ხაზის, აუქციონისა და ღირებულების მიხედვით;

ბ) მომდევნო საანგარიშო თვის შესასყიდი და გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა და ფასი შესაბამისი საწარმოებისა და მომხმარებლების მიხედვით;

გ) ელექტროენერგიით ვაჭრობისა და შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა მომდევნო საანგარიშო წლისთვის. აღნიშნული მონაცემები ივსება მხოლოდ მეექვსე საანგარიშო თვის ანგარიშგებისას.

3. ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:

ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;

ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზ