1. ელექტროენერგიის მიმწოდებელის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:
ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით;
ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თოთოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობების შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით;
გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის პირდაპირ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ.
2. ელექტროენერგიის მიმწოდებელის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგ სახის მონაცემებს:
ა) ელექტროენერგიის მოხმარება და მომხმარებლების რაოდენობა, ელექტროენერგიის განაწილების სისტემის ოპერატორის, მომხმარებელთა კატეგორიების, მუნიციპალიტეტებისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ბ) მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით, მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) დაკავშირებული მომსახურებების ჩათვლით (ლარი/კვ.სთ);
გ) მისაწოდებელი ელექტროენერგიისა და შესაბამისი შემოსავლის (დღგ-ის გარეშე, ლარი) საპროგნოზო ოდენობა და მიწოდების საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლის მომდევნო წლის პროგნოზი ( დღგ-ის გარეშე, ლარი).
3. ელექტროენერგიის მიმწოდებლის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება (6 თვის ჯამური მონაცემები) საანგარიშო წლის მე-6 და მე-12 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისას, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მე-6 თვის ყოველთვიური ანგარიშგებისა