1. ანგარიშგების მიზნებისთვის ელექტროსადგურები დადგმული სიმძლავრის შესაბამისად იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პირველი კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 2 მეგავატს;
ბ) მეორე კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 2 მეგავატიდან 40 მეგავატამდეა;
გ) მესამე კატეგორია: ელექტროსადგურები, რომელთა დადგმული სიმძლავრე აღემატება 40 მეგავატს.
2. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან ანგარიშგება წარმოადგინონ თითოეული ელექტროსადგურისათვის ცალ-ცალკე.
3. ელექტროსადგურის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო საშუალებების შესახებ ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ელექტროსადგურის ძირითადი პარამეტრები:
ა.ა) ელექტროსადგურის ტიპი პირველადი ენერგორესურსის მიხედვით;
ა.ბ) პირველადი ენერგორესურსის დასახელება;
ა.გ) ელექტროსადგურის სახეობა;
ა.დ) დადგმული სიმძლავრე;
ა.ე) აგრეგატების/ბლოკების რაოდენობა;
ა.ვ) ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი;
ა.ზ) სადგურის განთავსების ადგილი;
ა.თ) სადგურის განთავსების საკადასტრო კოდები;
ა.ი) მთავარი მდინარის დასახელება, რომლიდანაც ელექტროსადგური იღებს წყალს, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში;
ა.კ) ცალხაზოვანი სქემა მოწყობილობა-დანადგარების სპეციფიკაციით, დანართის სახით;
ა.ლ) სიტუაციური სქემა, დანართის სახით;
ა.მ) წლიური საპროექტო გამომუშავება;
ა.ნ) ენერგორესურსის საპროექტო ხვედრითი ხარჯი გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე;
ა.ო) მშენებლობის საპროექტო ხანგრძლივობა;
ა.პ) მშენებლობის ფაქტობრივი ხანგრძლივობა;
ა.ჟ) ინვესტიციის რაოდენობა;
ა.რ) ინვესტიცია დაფინანსების წყაროს მიხედვით;
ა.ს) საკუთარი წილი ინვესტიციაში;
ა.ტ) სესხის წილი ინვესტიციაში;
ა.უ) 1 კვტ დადგმული სიმძლავრის საპროექტო ღირებულება;
ა.ფ) 1 კვტ.სთ-ის საპროექტო ღირებულება;
ბ) ძალოვანი აქტივების (ტურბინა, გენერატორი) ძირითადი პარამეტრები;
გ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში;
დ) თბოტექნიკური ნაგებობები და მათი პარამეტრები, თბოელექტროსადგურის შემთხვევაში;
ე) მიერთების წერტილები მიერთების ადგილისა და ძაბვის საფეხურების მიხედვით;
ვ) აღრიცხვის კვანძები მიერთების ადგილის, ძაბვის საფეხურებისა და ინფორმაციის გადაცემის ფორმის მიხედვით;
ზ) საქსელო აქტივების ძირითადი პარამეტრები.
4. ელექტროსადგურის ყოველდღიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ელექტროენერგიის გაყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფიციენტისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით;
ბ) ელექტროენერგიის შესყიდვის თითოეული ორმხრივი ხელშეკრულების შესახებ, ხელშეკრულების ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაფორმების თარიღის, მეორე მხარისა და მისი საქმიანობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდების დაწყებისა და დამთავრების დროის, სახელშეკრულებო გადახრის კოეფეციენტისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ელექტროენერგიის ოდენობისა და ფასის მითითებით;
გ) წინა საანგარიშო პერიოდში გაფორმებული ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის ორმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შესახებ.
5. ელექტროსადგურის ყოველთვიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ელექტროსადგურის სალტიდან აქტიური ელექტროენერგიის ქსელში გაცემა და ქსელიდან მიღება შესაბამისი ძაბვის საფეხურებისა და ქსელის მფლობელების მიხედვით;
ბ) აქტიური ელექტროენერგიის დანახარჯი, მათ შორის საკუთარი მოხმარება და სასადგურე დანაკარგი შესაბამისი ძაბვის საფეხურების მითითებით;
გ) აქტიური ელექტროენერგიის ფაქტობრივი და გეგმური საათობრივი გამომუშავება;
დ) აგრეგატის/ბლოკის მიხედვით:
დ.ა) გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამოუმუშავებული აქტიური ელექტროენეგრიის ოდენობა;
დ.ბ) მუშა მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული აქტიური ელექტროენერგიის ოდენობა;
დ.გ) რესურის სიმცირის გამო გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათების და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა;
დ.დ) რესურსის დაგროვების მიზნით გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა;
დ.ე) რემონტში ყოფნის პერიოდში, გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა;
დ.ვ) სისტემის ოპერატორის მითითებით გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა;
დ.ზ) სხვა შემთხვევებში გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის ჯამური საათებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა.
ე) ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში:
ე.ა) წყლის ბუნებრივი მოდინება;
ე.ბ) წყლის ჭარბი რესურსი;
ე.გ) წყლის ფაქტობრივი ეკოლოგიური გაშვება;
ე.დ) სისტემის ოპერატორის მოთხოვნით, ავარიის შედეგად ან ეკოლოგიური გაშვებისას დაღვრილი წყლის ხარჯი;
ე.ე) წყლის ხარჯი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის;
ე.ვ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;
ვ) თბოელექტროსადგურის შემთხვევაში:
ვ.ა) ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის გამოყენებული საწვავი რესურსის რაოდენობა;
ვ.ბ) საწვავი რესურსის საშუალო თბოუნარიანობა;
ვ.გ) ტექნიკური წყლის ხარჯი;
ვ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა;
ზ) ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში:
ზ.ა) ქარის საშუალო სიჩქარე;
ზ.ბ) ქარის მინიმალური სიჩქარე;
ზ.გ) ენერგიის სიმჭიდროვე;
ზ.დ) დადგმული სიმძლავრის გამოყენების ეფექტიანობა.
6. ელექტროსადგურის კვარტალური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) საწარმოო საშუალებებზე დასრულებული ავარიული და მიმდინარე რემონტები:
ა.ა) საწარმოო საშუალების დასახელება;
ა.ბ) რემონტის პერიოდში გაჩერებული სიმძლავრე;
ა.გ) რემონტის დაწყების და დამთავრების თარიღები;
ა.დ) რემონტის ფორმა, გეგმური რემონტის შემთხვევაში;
ა.ე) რემონტის დროს გამომუშავების დანაკარგები;
ა.ვ) სარემონტო სამუშაოების აღწერა და ღირებულება;
ბ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესის მოთხოვნათა შესაბამისად (ყველა საჭირო დამასაბუთებელი/დამადასტურებელი დოკუმენტაციით);
გ) გასაყიდი ელექტროენერგიის საპროგნოზო ოდენობა და ფასი დღგ-ის გარეშე მომდევნო საანგარიშო წლისთვის.
7. ელექტროსადგურის წლიური ანგარიშგება მოიცავს შემდეგი სახის მონაცემებს:
ა) ფინანსური ანგარიშგება კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმების შესაბამისად;
ბ) აუდიტის დასკვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების ანგარიშგება ხდება მხოლოდ საანგარიშო წლის მეორე კვარტლის შესაბამისი კვარტალური ანგარიშგებისას.
9. პირველი კატეგორიის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.
10. მეორე კატეგორიის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული მონაცემები, გარდა მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა.
11. მესამე კატეგორიის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია წარმოადგინოს ამ მუხლის შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული მონაცემებ