1. ენერგეტიკული საწარმო და წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად. საწარმო პასუხისმგებელია წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტეზე.
2. კომისია უფლებამოსილია ანგარიშგებით წარმოდგენილი მონაცემების გადამოწმების მიზნით ენერგეტიკულ საწარმოსა და წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
3. საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე საწარმოს მიერ ანგარიშგებით წარმოდგენილი ყველა მონაცემი და შესაბამისი დოკუმენტაცია საწარმომ უნდა შეინახოს არანაკლებ 5 წლის განმავლობაშ