1. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე, გარდა საბოლოო მომხმარებლისა, რომელიც დებს ან სურს, რომ დადოს გარიგება ვაჭრობის შესახებ განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებით საქართველოში საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობის მიზნით, ვალდებულია დარეგისტრირდეს კომისიაში. კომისიაში რეგისტრაციამდე ბაზრის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ენერგეტიკულ სექტორში მოქმედ ლიცენზიატებს წარმოეშობათ ვაჭრობის შესახებ გარიგების დადებამდე ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებამდე, ხოლო სხვა სახის ავტორიზაციის მქონე საწარმოებს - შეტყობინების წადგენისთანავე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციისთვის საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილემ კომისიაში უნდა წარმოადგინოს მონაცემები №1.8 დანართის შესაბამისად, ხოლო წარმოდგენილ მონაცემებში ცვლილებების შესახებ, აცნობოს კომისიას არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეესტრს აწარმოებს კომისია, სადაც ბაზრის თითოეულ მონაწილეს ენიჭება უნიკალური კოდი. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეესტრი შეიცავს ბაზრის მონაწილის იდენტიფიცირებისთვის საკმარის ინფორმაციას, მათ შორის, საწარმოს დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საიდენტიფიკაციო კოდს, საწარმოს რეგისტრაციის თარიღს და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.
5. საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა რეესტრით გათვალისიწინებულ ინფორმაციას კომისია აწვდის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო