1. ბაზარზე მანიპულაცია გულისხმობს:

ა) საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას ნებისმიერი განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებას ან გარიგების დადებას, რომელიც:

ა.ა) იძლევა ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ;

ა.ბ) ადგენს (აფიქსირებს) ან ცდილობს დაადგინოს (დააფიქსიროს) ერთი ან რამდენიმე საბითუმო ენერგოპროდუქტის ფასი ხელოვნურ დონეზე, პირის ან პირების კოორდინირებული ქმედებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელმაც დადო გარიგება ან განათავსა განაცხადი ან/და სატენდერო წინადადება, ასაბუთებს მისი ქცევის მიზეზებს და რომ ამგვარი გარიგების დადება ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსება შეესაბამება საბითუმო ბაზარზე დასაშვებ საბაზრო პრაქტიკას.

ა.გ) იყენებს ან ცდილობს გამოიყენოს ფიქტიური საშუალება ან შეცდომაში შეყვანის ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც იძლევა ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ.

ბ) მედიის, მათ შორის, ინტერნეტის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, ინფორმაციის, აგრეთვე მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიახლის გავრცელებას, რომელიც იძლევა ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ და, როდესაც, ინფორმაციის გამავრცელებელმა პირმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია იყო მცდარი და შეცდომაში შემყვანი.

2. როდესაც შიდა ინფორმაციის გავრცელება ხდება ჟურნალისტური ან სახელოვნებო მიზნებით, ინფორმაციის ამგვარი გავრცელება უნდა შეფასდეს მედიის თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს სარგებელს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით;

ბ) შიდა ინფორმაციის გამჟღავნება ან გავრცელება ხდება საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიერ საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანის მიზნი