1. კომისია, ამ წესებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მეშვეობით თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, მათ შორის, რეგიონულ დონეზე.
2. კომისია საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის ანგარიშს უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
3. გონივრული ეჭვის არსებობისას კომისია ვალდებულია მიაწოდოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოში, ან ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელ მხარეში ხორციელდება ან განხორციელდა ბაზრის შემზღუდველი ქმედება.
4. კომისიას უფლება აქვს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოსთხოვოს ხელშემკვრელი მხარის მიერ ბაზრის მთლიანობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა, თუკი ვარაუდობს, რომ ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ქმედებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საქართველოს საბითუმო ენერგეტიკულ ბაზრებზე ან/და საბითუმო ენერგოპროდუქტების ფასებზე.
5. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში კომისია:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას საბითუმო ელექტროენერგიის ბაზარზე სავარაუდო დარღვევის შესახებ;
ბ) კანომდებლობის შესაბამისად იწყებს ბაზრის კვლევას და ახორციელებს ნებისმიერ ქმედებას აღმოჩენილი დარღვევის გამოსასწორებლად.
6. თუ კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსგან მიიღებს მოთხოვნას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შესაბამისი მიზეზების შესახებ.
7. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსგან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული მოთხოვნის შესრულებაზე, თუ:
ა) ასეთი მოთხოვნის შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე;
ბ) იმავე საფუძვლით და იმევე საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიმართ უკვე დაწყებულია სამართალწარმოება საქართველოს საერთო სასამართლოებში;
გ) იმავე საფუძვლით და იმევე საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიმართ უკვე მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში;
დ) ამ პირებთან დაკავშირებით და იგივე ქმედებებისთვის უკვე მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში.
8. კომისია ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თაობაზე და მიაწოდებს მას შეძლებისდაგვარად დეტალურ ინფორმაციას ამგვარი სამართალებრივი წარმოებებისა და შედეგების შესახებ.
9. კომისია მონაწილეობას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მიერ კოორდინირებულ საგამოძიებო ჯგუფში და უწევს მას დახმარება