1. ბაზარზე მანიპულაციის მცდელობა გულისხმობს:
ა) საბითუმო ენერგოპროდუქტებით ვაჭრობისას ნებისმიერი განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსებას ან გარიგების დადებას ან სხვა ქმედების განხორციელებას იმ მიზნით, რომ:
ა.ა) გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ.
ა.ბ) დადგინოს (დააფიქსიროს) ერთი ან რამდენიმე საბითუმო ენერგოპროდუქტის ფასი ხელოვნურ დონეზე, პირის ან პირების კოორდინირებული ქმედებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი, რომელმაც დადო გარიგება ან განათავსა განაცხადი ან/და სატენდერო წინადადება, ასაბუთებს მისი ქცევის მიზეზებს და რომ ამგვარი გარიგების დადება ან განაცხადის ან/და სატენდერო წინადადების განთავსება შეესაბამება საბითუმო ბაზარზე დასაშვებ საბაზრო პრაქტიკას.
ა.გ) გასცეს ან შესაძლოა გასცეს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალები საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახებ, ფიქტიური საშუალების ან შეცდომაში შემყვანი ნებისმიერი სხვა ფორმის გამოყენებით.
ბ) მედიის, მათ შორის, ინტერნეტის ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მიერ მცდარი ან შეცდომაში შემყვანი სიგნალების გაცემას, საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდების, მოთხოვნის ან ფასების შესახე