1. პირებს, რომლებიც ფლობენ საბითუმო ენერგოპროდუქტებზე შიდა ინფორმაციას, ეკრძალებათ:
ა) შიდა ინფორმაციის გამოყენება პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით, საკუთარი ან სხვა პირის სასარგებლოდ, იმ საბითუმო ენერგოპროდუქტების შეძენის ან განკარგვის, აგრეთვე შეძენის ან განკარგვის მცდელობის მიზნით, რომლებსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია;
ბ) შიდა ინფორმაციის გამჟღავნება სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიდა ინფორმაციის გამჟღავნება ხდება მათი სამსახურებრივი ან/და პროფესიული ვალდებულებების შესრულების დროს;
გ) შიდა ინფორმაციის საფუძველზე სხვა პირისთვის ისეთი საბითუმო ენერგოპროდუქტების შეძენაზე ან განკარგვაზე რეკომენდაციის მიცემა ან წაქეზება, რომლებსაც ეს ინფორმაცია ეხება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალვა ეხება პირებს, რომლებიც ფლობენ შიდა ინფორმაციას საბითუმო ენერგოპროდუქტების შესახებ, კერძოდ:
ა) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის მმართველ ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს;
ბ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის წილის/აქციებს მფლობელ პირებს;
გ) პირებს, რომლებსაც აქვთ წვდომა ინფორმაციაზე მათი სამსახურებრივი ან პროფესიული ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარე;
დ) პირებს, რომლებმაც მოიპოვეს ასეთი ინფორმაცია უკანონო საქმიანობით;
ე) პირებს, რომლებმაც იციან ან უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნული არის შიდა ინფორმაცია.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება სისტემების ოპერატორებზე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის შეძენისას, სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
4. ეს მუხლი არ ვრცელდება:
ა) გარიგებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც წამოიშვა საბითუმო ენერგოპროდუქტების ყიდვის/გაყიდვის ან სხვაგვარად განკარგვის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან ან ვაჭრობის მიზნით განთავსებული განაცხადიდან/სატენდერო წინადადებიდან და შესაბამისი დაინტერესებული პირი მანამდე არ ფლობდა შიდა ინფორმაციას.
ბ) ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მწარმოებლების, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ან გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერატორების მიერ განხორციელებულ გარიგებებზე, რომელთა ერთადერთი მიზანია არაგეგმური წყვეტებით უშუალოდ გამოწვეული მიუწოდებელი ენერგიის ჩანაცვლება, როდესაც ამგვარი ქმედების განუხორციელებლობა გამოიწვევდა საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობას ან, როდესაც ამგვარი ქმედება განხორციელდა სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით, სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. ასეთ შემთხვევებში, განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა ეცნობოს კომისიას 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისა და ამ წესების №1.5 დანართის შესაბამისად;
გ) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები, რომლებიც მოქმედებენ საგანგებო სიტუაციების მარეგულირებელი წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელდა ღონისძიებები ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველსაყოფად და საბაზრო მექანიზმები შეჩერებულია საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე.
5. როდესაც შიდა ინფორმაციის გავრცელება ხდება ჟურნალისტური ან სახელოვნებო მიზნებით, შიდა ინფორმაციის ამგვარი გავრცელება უნდა შეფასდეს მედიის თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა) საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებენ სარგებელს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით;
ბ) შიდა ინფორმაციის გამჟღავნება ან გავრცელება ხდება საბითუმო ენერგოპროდუქტების მიწოდებასთან, მოთხოვნასთან ან ფასთან დაკავშირებით ბაზრის შეცდომაში შეყვანის მიზნი