1. ჰორიზონტალური კონცენტრაციისას:

ა) კონცეტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს ან მის ნაწილში საწარმოთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 25 პროცენტს.

ბ) კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას, თუ შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის შედეგად HHI ინდექსის მნიშვნელობა არ აღემატება 1000-ს.

გ) თუ შესაბამის ბაზარზე მოქმედ საწარმოთა კონცენტრაციის შედეგად HHI ინდექსის მნიშვნელობა 1000-დან 2000-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან HHI ინდექსის მნიშვნელობა მეტია 2000-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

გ.ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი ან ბაზრის მცირე წილის მქონე საწარმო, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე;

გ.ბ) კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემულ ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის;

გ.გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე საწარმოებს შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების/აქციების ფლობას;

გ.დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი საწარმოს საბაზრო წილი მინიმუმ 50 პროცენტია;

გ.ე) სახეზეა ბაზრის მონაწილე საწარმოებს შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

გ.ვ) სახეზეა სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და საწარმოთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვას.

2. თუ ვერტიკალური ან/და კონგლომერატული კონცენტრაციის შედეგად შექმნილი საწარმო შერწყმისთვის გაცხადებულ თითოეულ ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30 პროზენტზე მეტ საბაზრო წილს და თითოეულ ასეთ ბაზარზე HHI ინდექსის მნიშვნელობა ნაკლებია 2000-ზე, ასეთი კონცენტრაცია არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა იმ შემთხვევებისა თუ:

ა) საბაზრო ძალაუფლების ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოთა საბაზრო წილის მნიშვნელოვანი ზრდა;

ბ) ბაზრის მონაწილე საწარმოთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე საწარმოების მიერ ერთმანეთის მნიშვნელოვანი წილების/აქციების ოდენობის ფლობას;

გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე საწამოთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები;

დ) სახეზეა სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და საწამოთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვა