1. კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოს/წყალმომარაგების ლიცენზიატს უფლება აქვს:
ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი შეტყობინების განხილვის პროცესში;
ბ) კომისიას წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
გ) გაეცნოს საქმის მასალებს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით;
დ) მიმართოს კომისიას ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;
ვ) კომისიას შესთავაზოს დაგეგმილი ტრანზაქციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით.
2. კონცენტრაციაში მონაწილე საწარმო/წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა კომისიის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და გამოცხადდეს ზეპირ ახსნა-განმარტებაზ