1. კომისიისთვის კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში“ რეგისტრაციამდე.
2. თუ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში, კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა უშუალოდ იმ ტრანზაქციის განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვებ