1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში კომისიის მიერ საწარმოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს შემდეგი კატეგორიის:
ა) პირველი კატეგორია – ჯარიმისგან 50%-დან 100%-მდე ოდენობით გათავისუფლება;
ბ) მეორე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-დან 50%-მდე ოდენოებით გათავისუფლება;
გ) მესამე კატეგორია – ჯარიმისგან 20%-მდე ოდენობით გათავისუფლება.
2. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმისგან საწარმოს სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლის დასრულებისთანავე, რისთვისაც კომისია აფასებს საწარმოს მიერ ამ წესებით დადგენილი პირობების შესრულებას.
3. საწარმოს ჯარიმის დაკისრებისგან გათავისუფლება კატეგორიების მიხედვით არის შემდეგი:
ა) პირველი კატეგორია ენიჭება საწარმოს, რომელიც რიგით პირველი შეიტანს განცხადებას კომისიაში და აკმაყოფილებს ამ წესების 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნებს.
ბ) მეორე კატეგორია ენიჭება საწარმოს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განცხადებას კომისიაში და აკმაყოფილებს ამ წესების 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება განცხადების შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი.
გ) მესამე კატეგორია ენიჭება საწარმოს, თუ ის არის რიგით მესამე და აკმაყოფილებს ამ წესების 34-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნებს და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი.
4. საწარმოს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი უუქმდება იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის აშკარა გახდა, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან იგი არ აკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს ან საწარმომ უკან გაიხმო თავისი განცხადება.
5. იმ საწარმოს კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ საწარმოს.
6. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების კონფიდენციალურობა დაცულია კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესის“ შესაბამისა