1. კომისიაში თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ხდება საწარმოს მიერ ინდივიდუალურად ამ წესების №1.4 დანართის შესაბამისად.

2. ორი ან მეტი საწარმოს მიერ კომისიაში თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების ერთობლივად წარდგენის შემთხვევაში, განცხადების წარმდგენ საწარმოებს ამ წესების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ მეორე ან მესამე კატეგორია.

3. კომისიაში თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენამდე საწარმოს უფლება აქვს ანონიმურად მიმართოს კომისიას და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

4. თუ თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს საწარმოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია საწარმოს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს წარმოდგენილი კომისიის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები.

5. თუ კომისია დაადგენს, რომ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას საწარმოსთვის თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ ამ წესების მოთხოვნების გათვალისწინებით და აღნიშნულის თაობაზე წერილობით ატყობინებს საწარმოს.

6. საწარმოს უფლება აქვს განცხადების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განცხადება. განცხადების უკან გახმობის მიუხედავად, კომისია იტოვებს საწარმოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტიცებულებებს ამ წესების მოთხოვნების დაცვი