1.თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, თუ საწარმოს მხრიდან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) წერილობით აღიარებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას;

ბ) კომისიას წერილობით წარუდგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის შესახებ მის ხელთ არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას, შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად, მანამ, სანამ ეს ინფორმაცია კომისიისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

გ) განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს კომისიასთან;

დ) შეწყვეტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლას ხელს შეუწყობს;

ე) არ გაანადგურებს განცხადებაში დასმული საკითხების შესწავლისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს;

ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ საწარმოებზე, რომელებმაც სხვა საწარმოებს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულე