1. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი ვალდებულია, საწარმოს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომისიის გადაწყვეტილება ადგილზე შემოწმების შესახებ, რასაც საწარმოს უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. თუ პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.
2. ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი საწარმოს უფლებამოსილ პირს გააცნობს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს, პროცედურულ საკითხებს და აწვდის ინფორმაციას იმ შედეგების შესახებ, რომელიც მოჰყვება ადგილზე შემოწმების ჯგუფის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც საწარმოს უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. თუ პირი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, ადგილზე შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი თავად აწერს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.
3. საწარმოს თანამშრომლები და წარმომადგენლები ვალდებული არიან ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლონ ადგილზე შემოწმების ჯგუფთან, მათ შორის:
ა) დაუშვან ჯგუფის წევრები შემოწმების ადგილზე;
ბ) არ შეუშალონ ხელი ჯგუფის წევრებს მოვალეობების შესრულებაში;
გ) ჯგუფის წევრებს მიამაგრონ მათ წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრებს საჭიროებისამებრ მისცემს ზეპირ ახსნა-განმარტებას და გაუწევს დახმარებას ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, საწარმოს თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვასა და კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში;
დ) არ შეეხონ ნივთებს (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა), რომლებთან დაკავშირებითაც მიიღებენ მითითებას ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრებისგან.
4. საწარმოს უფლება აქვს შემოწმების პროცესში ყავდეს წარმომადგენელი. ასეთი პირების მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე შემოწმების პროცესის კანონიერების პირობას. ამასთან, დაუშვებელია წარმომადგენლის მონაწილეობის საბაბით, ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლ