1. შემოწმება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში. საჭიროების შემთხვევაში, შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არასამუშაო დროსაც, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში.
2. შესაძლებელია განხორციელდეს იმ ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს მოკვლევა, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი და დასაბუთება, რომ მასთან ინახება შესაბამისი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები და ამ ეკონომიკური აგენტის შემოწმების თაობაზე არსებობს მოსამართლის ბრძანება.
3. ადგილზე შემოწმება მოიცავს:
ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების გაცნობას, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;
გ) ადგილზე ახსნა-განმარტებების მიღებას;
დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე დაშვებას.
4.ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი, სააგენტოს უფლებამოსილი თითოეული პირი ვალდებულია, ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა.
5. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ეკონომიკურ აგენტს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ადგილზე შემოწმება, შემოწმების დაწყებამდე გადასცეს მოსამართლის და სააგენტოს ბრძანებები, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.
6. ადგილზე შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია ეკონომიკურ აგენტს გააცნოს შემოწმების პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პროცედურული საკითხები და ასევე ის შედეგები, რომელიც მოჰყვება სააგენტოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას, რასაც ეკონომიკური აგენტის უფლებამოსილი პირი ადასტურებს შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით.
7. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლოს სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის:
ა) შემოწმების ადგილზე დაუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირები;
ბ) არ შეუშალოს ხელი სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში;
გ) სააგენტოს უფლებამოსილ პირებს მიამაგროს წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც, საჭიროებისამებრ მისცემს ახსნა-განმარტებას, სააგენტოს წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვაში, კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში;
დ) არ განახორციელოს იმ ნივთებთან (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა) შეხება, რომელთან დაკავშირებითაც მიიღებს მითითებას სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელისგან.
8. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს შემოწმებისას მოიწვიოს იურისტი ან/და სხვა წარმომადგენელი. ასეთი პირ(ებ)ის მონაწილეობა არ წარმოადგენს ადგილზე შემოწმების პროცესის კანონიერების პირობას. ამასთან, დაუშვებელია იურისტის/წარმომადგენლის მონაწილეობის საბაბით, ადგილზე შემოწმების პროცესის შეფერხება/ხელის შეშლა.
9. სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა