1. სააგენტო უფლებამოსილია გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტებს, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკურ დოკუმენტებს, მათი კონფიდენციალურობის და შენახვის წესის მიუხედავად, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი ასევე მოიცავს სააგენტოს უფლებას, შეამოწმოს ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაცია, ასევე გააკეთოს ამ ინფორმაციის ასლი.
3. ადგილზე შემოწმების დროს სააგენტოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ შეამოწმონ შესაბამისი ეკონომიკური აგენტის:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მათ შორის, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები;
ბ) ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მათ შორის, კომპაქტდისკები (CD-ROM), ინფორმაციის მატარებელი ციფრული ოპტიკური დისკები (DVD), უნივერსალური სერიული სალტეები (USB), გარე მყარი დისკები (external hard disks), სარეზერვო ასლები (backup tapes), მონაცემთა „ღრუბლები“ და ა.შ.
გ) თანამშრომლ(ებ)ის პირადი ტექნიკა, მოწყობილობა და საშუალებები, რომელიც გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისათვის და რომელიც იმყოფება შემოწმების ადგილზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება მოიცავს სააგენტოს წარმომადგენლების უფლებას, ადგილზე შემოწმების დროს გამოიყენონ არამხოლოდ სისტემაში ჩაშენებული/ინტეგრირებული საძიებო სისტემები, არამედ სხვა რელევანტური საშუალებები (Forensic IT tools).
5. შესამოწმებლად შერჩეული ინფორმაციის შესანახი საშუალება, ამ საშუალების უსაფრთხოების კონტროლის მიზნით, ადგილზე შემოწმების დასრულებამდე, შესაძლებელია გადავიდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის დროებით მფლობელობაში, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი.
6. ეკონომიკურ აგენტს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესანახი საშუალება უბრუნდება ადგილზე შემოწმების დასრულების ან საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ასლის (forensic copy) გაკეთების შემდგომ. ასეთი ასლი ითვლება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ავთენტურ დუბლიკატად. ავთენტური დუბლიკატის შემოწმება უტოლდება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის შემოწმება