1. თუ საქმის მოკვლევა ხორციელდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია, მიმართოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.
2. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ამ წესის 24-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრულ ახსნა-განმარტებებში;
გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე;
დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე;
ე) მონაწილეობა მიიღოს ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით გამართულ შემაჯამებელ სხდომაში;
ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს სააგენტოს მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ - ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცი