1. სააგენტო, ახსნა-განმარტების მიღების მიზნით, ატარებს სხდომას მხარეთა მონაწილეობით.
2. სხდომას უძღვება მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული პირი.
3. სხდომა იხსნება სხდომის თავმჯდომარის შესავალი სიტყვით, სადაც იგი განმარტავს პროცედურულ საკითხებს და მიმდინარე მოკვლევის ძირითად შინაარსს.
4. საჩივრის საფუძველზე წარმოებული საქმის მოკვლევის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის შესავალი სიტყვის შემდეგ, მომჩივანი ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია, სხდომაზე გააკეთოს მოხსენება იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა მისი საჩივარი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პირების შემდეგ, მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს შეუძლია გააკეთოს მოხსენება საკუთარი პოზიციისა და მომჩივანის ან/და სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ.
6. სხდომაზე კითხვების დასმის უფლება აქვთ სააგენტოს წარმომადგენელს და მხარეებს. მხარეებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან სხდომაზე მონაწილე სხვა პირებს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით. სააგენტოს წარმომადგენელს უფლება აქვს დასვას შეკითხვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საქმის გარემოებებთან, ასევე, კითხვები, რომელსაც პირდაპირი კავშირი არა აქვს საქმესთან, მაგრამ ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას.
7. სხდომა შესაძლებელია წარიმართოს ვიდეოკონფერენციის საშუალებით.
8. სხდომაზე მოწვეული პირის გამოუცხადებლობა არ არის სხდომის გადადების საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მოწვეული პირი ან/და არსებობს პირის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, სხდომის თავმჯდომარე გადადებს სხდომას.
9. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს სხდომა დაატოვებინოს წესრიგის დამრღვევ პირს.
10. სხდომის დასრულების შემდეგ, დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
11. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული სხდომა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდებ