1. სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელს, მომჩივან და მოპასუხე მხარეებს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეებს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოზიციის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

3. თუ საქმის მოკვლევა ხორციელდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესწავლის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, გადაწყვეტილების პროექტი, საქმის მასალებთან ერთად, გაუგზავნოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია წარმოადგინოს პოზიცია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სააგენტო შებოჭილი არ არის მის მიერ მიწოდებული პოზიციით, თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთებ