1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდგომ მოკვლევის ჯგუფი ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, რომელსაც წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.

2. სააგენტოს თავმჯდომარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში უფლებამოსილია დაამტკიცოს ან დაუბრუნოს იგი უკან მოკვლევის ჯგუფს შემდგომი მოკვლევის მიზნით ან/და დაზუსტებისათვის, იმ ვადის გათვალისწინებით, რაც დარჩენილია საქმის მოკვლევის კანონით განსაზღვრული ვადის დასრულებამდე.

3. გადაწყვეტილება მტკიცდება ბრძანების ფორმით.

4. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს/განმცხადებელს და 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად,  თბილისის საქალაქო სასამართლოშ