1. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, სააგენტოს შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები.
2. სააგენტო ვალდებულია, პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვროს ვადა მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც საქმის მოკვლევის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
3. თუ საქმის მოკვლევა ხორციელდება კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესწავლის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა მოსაზრებების წარმოდგენისათვის.
4. სააგენტო უფლებამოსილია, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს პირობითი ვალდებულებების განხილვისათვის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას, რაც ასევე აჩერებს საქმის მოკვლევის ვადის დინებას.
5. სააგენტო უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო შებოჭილი არ არის მომჩივანის ან/და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს პოზიციით, თუმცა, გადაწყვეტილებაში მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.
6. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
7. პირობითი ვალდებულებების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ეკონომიკურ აგენტს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება გარკვეული პერიოდულობით.
8. თუ სააგენტო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საქმის მოკვლევას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულირება. აღნიშნული ინფორმაცია, კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე ეგზავნება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს.
9. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები:
ა) ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.
ბ) სააგენტოს მიერ სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე გამოცემული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის მოკვლევა განახლდება საქმის მოკვლევის დარჩენილი ვადით. დარჩენილი ვადა აითვლება სააგენტოს მიერ პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღების თარიღიდან.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წელში იგულისხმება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი. ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ჩაითვლება გადაწყვეტილების მიღების წელ