1. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებულ ინფორმაციას ჯარიმის ოდენობის და მისი გამოთვლის წესის შესახებ.
2. კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს. ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 10%-ს.
3. კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის წლიური ბრუნვის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 3%-ს.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლად ითვლება სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წელი. ხოლო, თუ ეკონომიკური აგენტი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, შესაბამის ფინანსურ წლად ითვლება გადაწყვეტილების მიღების წელი.
5. ჯარიმის ოდენობის გამოთვლა ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ჯარიმების ოდენობის დადგენის სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზ