1. მოკვლევის ინტერესების გათვალისწინებით, ახსნა-განმარტების მიღება შესაძლებელია მოხდეს სხდომის ჩატარების გარეშე, ინდივიდუალური ახსნა-განმარტების ჩამორთმევის გზით. აღნიშნულ შემთხვევაში დგება ახსნა-განმარტების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც იღებს ახსნა-განმარტებას და ახსნა-განმარტების მიმცემი პირი.

2. თუ ახსნა-განმარტების მიმცემი პირი უარს განაცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, სააგენტოს თანამშრომელი თავად აწერს ოქმს ხელს და აკეთებს მითითებას პირის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ.

3. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ახსნა-განმარტების მიმდინარეობა შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, საოქმო ჩანაწერი ერთვის ახსნა-განმარტების ოქმს და ჩანაწერის შინაარსის წერილობითი ფორმით ოქმში ასახვა აღარ ხორციელდებ