1. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინიშნება მოკვლევის ჯგუფი მინიმუმ 2 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც სააგენტოს თანამშრომელთან ერთად შეიძლება იყოს, ასევე მოწვეული სპეციალისტიც. სააგენტოს  გადაწყვეტილებით, მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად ინიშნება სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი.

2. მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ქმედება, რაც საჭიროა საქმის მოკვლევის განხორციელებისათვის. გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმ