1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა საჩივრის  საფუძველზე  ან საკუთარი ინიციატივით.

2. საქმის მოკვლევა იწყება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

3. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა იწყება საჩივრის მატერიალურად დასაშვებად ცნობასთან ერთად.

4. ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს მიღებული განცხადების, ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე.

5. ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხეს და ატყობინებს მას მოკვლევის დაწყების თაობაზ