1. მომჩივანის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი საჩივარი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომჩივანი (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) მომჩივანის წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში) (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

გ)  მოპასუხე (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საჩივრის სახე, სადაც უნდა მიეთითოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი/მუხლები, რომლის სავარაუდო დარღვევასაც აქვს ადგილი;

ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი  ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;

ვ)  მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომლითაც დასტურდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემული გარემოებები;

ზ) მითითება ეროვნული ბანკის მიერ ცალკეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ)   საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა.

2. საჩივარი ეროვნულ ბანკში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდა