1. კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია დაადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის მოკვლევის, ასევე, საჩივრისა და განცხადების განხილვის წესი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ეკონომიკის რეგულირებად სფეროში იგულისხმება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სფეროები.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებზე: კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და   აგრეთვე, სესხის გამცემ სუბიექტსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროზე (შემდგომში – ეკონომიკური აგენტი).

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც წარმოადგენენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს.

5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებზე.

6. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობ