1. ეროვნული ბანკის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საქმის მოკვლევის ჯგუფი (შემდგომში - მოკვლევის ჯგუფი) მინიმუმ 5 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტისა და იმ დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელიც საქმეში მონაწილე ეკონომიკური აგენტის ზედამხედველია. საჭიროების შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.
2. მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობის შექმნის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე და მოკვლევის ჯგუფის მდივანი.
3. მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მისი წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.
4. მოკვლევის ჯგუფის სხდომა, ასევე, მოკლევის მიზნით გამართული სხდომა, შესაძლებელია წარიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. სხდომის დასრულების შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე და მოკვლევის ჯგუფის მდივანი.
5. ამ წესით გათვალისწინებული მოკვლევის მიზნით გამართულ სხდომებს თავმჯდომარეობს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული პირი. თუ სხდომას თავმჯდომარეობს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი სხდომის ოქმს ხელს აწერს განსაზღვრული სხდომის თავმჯდომარ