1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია ეკონომიკურ აგენტს, რომელიც წერილობითი ფორმით აღიარებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და დააკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ეკონომიკური აგენტი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) წერილობით აღიარებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას;

ბ) ეროვნულ ბანკს ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება ეროვნული ბანკისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს ეროვნულ ბანკთან;

დ) შეწყვეტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

ე) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

3. თანამშრომლობის პროგრამა ხელმისაწვდომია ეკონომიკური აგენტისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო საქმის მოკვლევა. იგი ხელმისაწვდომია  საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მხარეებისათვის გაგზავნისა და შემაჯამებელი სხდომის თარიღის განსაზღვრის მომენტამდე.

4. შეღავათი არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულ