1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.
3. სააგენტო მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.
4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საქმის მოკვლევის პროცესში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.
5. საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იბარებს მხარეს/დაინტერესებულ მხარეს ახსნა-განმარტების მისაღებად.
6. სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.
7. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მოტივირებული შუამდგომლობა, თუ:
ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია;
ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება;
გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას;
დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს:
ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;
გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას;
დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირების ადგილზე დაუშვებლობის ან/და შემოწმების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად.
82. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.
9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება.
10. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება შემაჯამებელი სხდომა, რათა განმცხადებელსა და მხარეს მიეცეთ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის შესაძლებლობა.
11. სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელსა და მხარეს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები).
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლისა და მხარის მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
13. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება.
14. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს.
15. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ, მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, მას დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად და საქმის მოკვლევა განახლდება.
16. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საქმის მოკვლევის წესი 1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე. 3. სააგენტო მომჩივანსმხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე. 4. სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საქმის მოკვლევის პროცესში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა. 5. საქმის მოკვლევის პროცესში სააგენტო იბარებს მხარეს/დაინტერესებულ მხარეს ახსნა-განმარტების მისაღებად. 6. სააგენტოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი. 7. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების მიზნით სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი მოტივირებული შუამდგომლობა, თუ: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის მოკვლევისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია; ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება; გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას; დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს: ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას; გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას; დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას. 81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას უფლებამოსილი პირების ადგილზე დაუშვებლობის ან/და შემოწმების პროცესისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. 82. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. 9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის გაგზავნამდე მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად იზღუდება. 10. სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმართება შემაჯამებელი სხდომა, რათა განმცხადებელსა და მხარეს მიეცეთ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის შესაძლებლობა. 11. სააგენტო შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე განმცხადებელსა და მხარეს წერილობით უგზავნის სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტსა და საქმის მასალებს. ამასთანავე, განმცხადებელსა და მხარეს განემარტებათ, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისი დამატებითი ინფორმაცია (მტკიცებულებები). 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებლისა და მხარის მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 25 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ წარდგენილი ინფორმაცია სააგენტომ შეიძლება არ გაითვალისწინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. 13. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია სააგენტოს შესთავაზოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება. 14. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, და მიიღებს მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე და მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს აღებული პირობითი ვალდებულების შესასრულებლად ვადას განუსაზღვრავს. 15. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ, მის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებას, მას დაეკისრება ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად და საქმის მოკვლევა განახლდება. 16. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-968(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2026
კასატორი მიუთითებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, 23-ე და 25-ე მუხლებზე, „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 28 ოქტომბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული წესის…
საქმე №ბს-403(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
ხოლო, 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო. „საქმის მოკვლევის წესისა და პროცედურის დამტკიცების თაობაზე“…
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების…
საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იწყებს საქმის მოკვლევას და იღებს გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 თვისა.
საქმის მოკვლევის წესსა და პროცედურებს განსაზღვრავს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების…
მუხლი 12. საქმის მოკვლევის წარმოების ჯგუფი— კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 9. საქმის მოკვლევის წესი— კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 9. საავიაციო მოვლენის მოკვლევა— საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“, მუხლი 25, №6148-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.016710 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659450/muxli-25/