1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი პროფესიული საქმიანობის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებისას მხარეთაგან/დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.
2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
4. სააგენტოს
უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა
გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ
პასუხისმგებლობას.
5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით.
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
თავი V. აღსრულე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.09.2020 კანონი №7126
- 21.03.2014 კანონი №2159
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. ინტერესთა კონფლიქტი 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობაშის, შეფასების განხორციელებისას და გადაწყვეტილების მიღებაში. 2. თუ, ამ კანონის თავისებუ მხარებათაგათვნ/დალისწინტებით, არესებობს სულ მხაქართველოს სთაგან დასახადმოუკოიდექსის მბე-19 მუხლით გა უნსდა ზღვრული ურთიერთყობები ს. 2. თუ სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო საქმის მოკვლევას ახორციელებს, არსებობს საქმიართველოს მსაგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს. 3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობაზე და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე. 4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 5. პირი, რომლის საქმეც იხილება, უფლებამოსილია აცილება მისცეს სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, თუ ეს პირი დაინტერესებულია განსახილველი საკითხით. თავი V. აღსრულება