1. სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დალუქოს შესამოწმებელი ფართი სრულად ან ნაწილობრივ, ასევე ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტები) და კომპიუტერული ტექნიკა, იმ ხანგრძლივობითა და მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისათვის, ისე რომ ამან არ გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეჩერება.
2. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვა შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პერიოდის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს 72 საათისა.
3. შესამოწმებელი ფართის ან მისი ნაწილის ან/და ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტების) და კომპიუტერული ტექნიკის დალუქვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ დგება ოქმი. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ლუქის მთლიანობა, იმ დრომდე, ვიდრე თავად სააგენტოს უფლებამოსილი პირები არ ახსნიან მას. ლუქის ახსნის დროს დგება ოქმი, სადაც ფიქსირდება ლუქის მდგომარეობ