2. სასაწყობო შენობის გახსნა-დალუქვა ხორციელდება ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში და დასასრულს.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალება ილუქება საწყობიდან გასვლისას.
4. სასაწყობო შენობა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალება ილუქება სპეციალური დანომრილი ზონრით.
5. საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის გასაღებს ყარაულის უფროსი დალუქული კონტეინერით ინახავს გარე დაცვის სამსახურის სამორიგეოში.
6. სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სასაწყობო შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაზე ლუქის ახსნისას, გახსნა-დალუქვის ჟურნალში მონაცემების შეტანა ხორციელდება დალუქვის პროცესის ანალოგიურა