1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს:
ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;
ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი;
გ) შენახვის ადგილი;
დ) საქონლის შენახვის წესი;
ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას
–
შეფუთვის აღწერა;
ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა;
ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ
–
სადაზღვევო თანხა;
თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.
2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობები
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები 1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს: ა) სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი; ბ) მხარეთა ვინაობა და მისამართი; გ) შენახვის ადგილი; დ) საქონლის შენახვის წესი; ე) შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას _– შეფუთვის აღწერა; ვ) შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა; ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ _– სადაზღვევო თანხა; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით. 2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობებიც.